ფარშთან ერთად მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო

საკმაოდ საინტერესო რეცეპტია. კერძი გამოდის დახვეწილი და არომატული. დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო  350გრ;
  • ძროხის ხორცის ფარში  350გრ;
  • ხახვი  1თ;
  • ნიორი  1კბილი;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;
  • ტომატი  2ს/კ;
  • წყალი  1/2ჭ;
  • მწვანე უკურკო ზეთისხილი  150გრ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ხახვი დავჭრათ წვრილ კუბიკებად, ნიორი დავაქუცმაცოთ. ყვავილოვანი კომბოსტო დავშალოთ. ზეთში მოვხრაკოთ ხახვი და ნიორი, დავამატოთ ფარში და ერთად ვხრაკოთ 5 წთ. დავამატოთ მარილი და პილპილი, ტომატი, ამოვურიოთ და კიდევ 10 წთ ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე. შემდეგ დავამატოთ ყვავილოვანი კომბოსტო და ზეთისხილი, დავასხათ ცხელი წყალი, დავაფაროთ თავზე და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 25 წთ. ფარშთან ერთად მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი გამოდის. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო