ფეიხოა ლიმნით და შაქრით

ფეიხოა იოდის დიდი შემცველობით გამოირჩევა, ძალიან სასარგებლო ხილია. მისგან ამზადებენ ჯემს, მურაბებს. ცოცხლად შენახული უფრო კარგად ინარჩუნებს თავის თვისებებს. ფეიხოა ლიმნით და შაქრით ძალიან არომატული და უგემრიელესი გამოდის. დაამზადეთ და გაიუმჯობესეთ იმუნიტეტი. დამზადების დრო: 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფეიხოა  700გრ;
  • ლიმონი 1ც;
  • შაქარი  500გრ;
  • მომზადების წესი:

გავრეცხოთ ფეიხოა, კუდები მოვაცილოთ და დავჭრათ.  ლიმონიც გავრეცხოთ, დავჭრათ. ორივე გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავამატოთ შაქარი, მოვურიოთ და დავაყოვნოთ ოთახის ტემპერატურაზე 2-3 სთ, შაქარი რომ კარგად გაიხსნას. შემდეგ გადავიტანოთ გასტერილებულ, გაგრილებულ ქილებში, თავზე დავაფაროთ და მაცივარში შევინახოთ.

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო