ფეიხოას კომპოტი

ფეიხოა რომ ძალიან სასარგებლო ხილია, ეს ყველასათვის ცნობილია. კომპოტიც უგემრიელესი და არომატული გამოდის, ვაშლი კი თავისებურ გემოს აძლევს.  ზამთრისათვის ნამდვილად კარგი იქნება მისი მომზადება. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფეიხოა  400გრ;
  • ვაშლი  400გრ;
  • შაქარი  300გრ;
  • გავრეცხოთ ფეიხოა და ვაშლი, ფეიხოას კუდები მოვაჭრათ, ვაშლს კურკები მოვაცილოთ და ორივე დავჭრათ. სუფთა ქილები 1/3-მდე შევავსოთ ხილით, დავასხათ მდუღარე წყალი და დავაყოვნოთ 1-2 სთ. შემდეგ ეს წყალი გადმოვასხათ, შაქარი დავამატოთ და ვადუღოთ მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. ცხელი სიროფი ჩავასხათ ქილებში, მოვხუფოთ და შევფუთოთ. ფეიხოას კომპოტი როცა გაცივდება, შევინახოთ ბნელ, გრილ ადგილას. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო