ფეიხოას პეროგი

თუ ნაზი დესერტები მოგწონთ პიკანტური გემოთი, ეს რეცეპტი თქვენთვისაა! ფეიხოას პეროგი ჩვეულებრივ ყავის სმას ნამდვილ ზეიმად აქცევს, სცადეთ! დამზადების დრო: 1 სთ 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  5ც;
  • შაქარი  250გრ;
  • კარაქი  200გრ;
  • გამაფხვიერებელი  10გრ;
  • ფქვილი  360გრ;
  • კაკაო  3ს/კ;
  • ფეიხოას ჯემი ან მურაბა  5ს/კ;
  • თაფლი  1,5ს/კ;
  • წყალი  30მლ;
  • ლიმონის წვენი 1ს/კ;
  • მომზადების წესი:

კვერცხის გულები, 50გრ შაქარი, კარაქი, ფქვილი და გამაფხვიერებელი შევურიოთ, მოვზილოთ ცომი და 2 ნაწილად გავყოთ. ერთს კაკაო დავამატოთ და ორივე ნაწილი მოვაგუნდაოთ. შევახვიოთ ცელოფანში და მაცივარში შევდოთ 20 წთ. საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, გადმოვიღოთ ცომის თეთრი ნაწილი და დავახეხოთ, დავასხათ ჯემი და თაფლი, გადავანაწილოთ.  მეორე ფენაც ასევე დავახეხოთ და შევდგათ ღუმელში 30 წთ, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მოვამზადოთ მერენგა: წყალში ჩავყაროთ 200გრ შაქარი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. დავამატოთ ლიმონის წვენი, მოვურიოთ. ავთქვიფოთ ცილები, დავამატოთ ცხელი მასა და ვთქვიფოთ. გადმოვიღოთ პეროგი, ზემოდან გადავანაწილოთ ცილოვანი მასა და ისევ ღუმელში შევდგათ. 3-5 წთ გადმოვდგათ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო