ფეიხოას ცოცხალი მურაბა

ფეიხოას ცოცხალი მურაბა ძალიან სასარგებლო დესერტია, ფეიხოა დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს, რაც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. მზადდება სწრაფად და ადვილად. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფეიხოა  1კგ;
  • შაქარი  800გრ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ფეიხოა და მოვაჭრათ შავი ზედა ნაწილი. კანი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, თუმცა გემოს უცვლის პროდუქტს, ოდნავ მომწაროა. ამიტომ, სურვილისამებრ, ან გავთალოთ ფეიხოა, ან არა. შემდეგ ან ხორსსაკეპში გავატროთ ან დავაბლენდეროთ, დავაყაროთ შაქარი და ამოვურიოთ, დავაყოვნოთ ცოტა ხანს, რომ შაქარი გაიხსნას. გადავანაწილოთ მშრალ ქილებში, მოვხუფოთ და მაცივარში შევინახოთ. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო