ფენოვანი ღვეზელი ხილფაფით

ნაზი, ფხვიერი, არომატული ღვეზელებია. სწრაფად და მარტივად მზადდება. ჩაისთან, რძესთან და ა. შ. არაჩვეულებრივია! დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 8.

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი  500გრ;
  • ხილფაფა  300 გრ (გემოვნებით);
  • კვერცხი  1ც;
  • ზეთი  20გრ;

მომზადების წესი:

ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ მართკუთხედებად. შუაში ჩავდოთ ხილფაფა, ცომი შევკრათ კონვერტისებურად ან სხვა, სასურველ ფორმად. წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, დავაწყოთ ზეთწასმულ საცხობ ფორმაში და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ 15-20 წთ. ფენოვანი ღვეზელი ხილფაფით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო