ფენოვანი ნაპოლეონი

ფენოვანი ნაპოლეონი უგემრიელესი, უნაზესი ტორტია. ამ რეცეპტით ადვილად და სწრაფად გამოაცხობთ ამ არაჩვეულებრივ დესერტს და კიდევ უფრო გაილამაზებთ საახალწლო სუფრას. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  350გრ;
  • კარაქი  250გრ;
  • ცივი წყალი  100მლ;
  • რძე  1ლ;
  • კვერცხი  2ც;
  • შაქარი  1,5ჭ;
  • ვანილი  მწიკვი;

მომზადების წესი:

0,5ლ რძე დავდგათ ცეცხლზე. ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, 2ს/კ ფქვილი და დარჩენილი რძე. მდუღარე რძეში წვრილი ჭავლით დავუმატოთ ატქვეფილი მასა. ვურიოთ, 2-3 წთ ვადუღოთ, კრემის გასქელებამდე. გადმოვდგათ და გავაცივოთ. სახეხზე გავხეხოთ კარაქი და ფქვილს შევურიოთ. დავასხთ ცივი წყალი და ცომი მოვზილოთ. გადავაფაროთ და 20 წთ დავაყოვნოთ. ცომი 8 ტოლ ნაწილად გავყოთ. თითოეული მრგვლად გავაბრტყელოთ და 5-6 წთ გამოვაცხოთ 200გრადუსზე. ცხელ გამომცხვარ ფირფიტას შემოვაჭრათ კიდეები, შემოვუსწოროთ. დავაქუცმაცოთ მსხვილად. თითოეულ ფირფიტას წავუსვათ კრემი, ერთმანეთზე დავაწყოთ, ზემოდან და გვერდებზეც კრემი წავუსვათ და ნაფშვენები დავაყაროთ. ტორტი შევდოთ მაცივარში და მთელი ღამე დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო