ფენოვანი ფუნთუშები ყველით

თუ მოულოდნელად სტუმრები გეწვივნენ და არ იცით, რით გაუმასპნძლდეთ, ეს რეცეპტი დაგეხმარებათ! უსწრაფესად გამოაცხობთ ამ შესანიშნავ ფუნთუშებს და ჩაისთან ერთად ისიამოვნებთ! დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი  500გრ;
  • მდნარი ყველი  100გრ;
  • მაგარი ყველი  100გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • ნიორი  1კბილი;
  • მომზადების  წესი:

გავალღოთ ცომი, გავაბრტყელოთ 2-3 მმ სისქეზე. ზემოდან წავუსვათ მდნარი ყველი, კოვზით გავასწოროთ, შემდეგ დავაყაროთ გახეხილი ყველი, დაკეპილი ნიორი. გადავახვიოთ რულეტისებურად და თანაბარი ზომის ნაჭრებად დავჭრათ. დავაწყოთ პერგამენტჩავფენილ საცხობ ფორმაში, წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, გამოვაცხოთ 20 წთ 180 გარდუსზე. ფენოვანი ფუნთუშები ყველით ოდნავ გავაცივოთ და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო