ფენოვანი ცომით გამომცხვარი ყველიანი სამსა

გამოდის არაჩვეულებრივი, ცხელიც და ცივიც ერთნაირად კარგია. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • წყალი  200მლ;
  • ფქვილი  2,5ჭ;
  • ძმარი  1ს/კ;
  • კარაქი  60გრ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • ყველი  60გრ;

მომზადების წესი:

მოვზილოთ ცომი: ცივ ადუღებულ წყალს დავამატოთ კარაქი, მარილი, ძმარი, შემდეგ ფქვილი და კარგად მოვზილოთ. ცომი მაცივარში შევინახოთ 30-50წთ. შემდეგ დავყოთ, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, შუაში ჩავდოთ გახეხილი ყველი და შევკრათ სამკუთხედად. საცხობ ფორმას ზეთი წავუსვათ, დავაწყოთ სამსა და შევდოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. როგორც კი ზედაპირი ოქროსფრად შეებრაწება, გავსინჯოთ ხის ჩხირით და გადმოვიღოთ. ფენოვანი ცომთ გამომცხვარი ყველიანი სამსა დასაგემოვნებლად მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო