
ფინური სალათი ჭარხლით ნოყიერი, სასარგებლო და გემრიელი კერძია. ვახშმის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 3.
ინგრედიენტები:
- ჭარხალი 1ც;
- კარტოფილი 1-2;
- ვაშლი 1ც;
- არაჟანი 2-3ს/კ;
- მდოგვი 1/2ჩ/კ;
- დაფქული პირშუშხა 1/2ჩ/კ;
- ნიორი 1კბილი;
- მარილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები. გავხეხოთ ცივი მოხარშული კარტოფილი, ვაშლი და შემწვარი ან მოხარშული ცივი ჭარხალი. ყველაფერი მოვათავსოთ ჯამში, დავამატოთ დანაყილი ნიორი. არაჟანს დავუმატოთ მდოგვი და პირშუშხა, კარგად ავურიოთ და ეს საკმაზი მოვასხათ სალათს, მარილიც დავამატოთ და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!
Gamarjobat Kai jama mec miyvars