ფხვიერი პეროგი მურაბით

თუ ჯერ არ იცით, უსწრაფესად რა გამოაცხოთ ჩაისთან ან ყავასთან მისაყოლებლად, მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად დაგეხმარებათ! ფხვიერი პეროგი მურაბით მარტივია და გამოდის უგემრიელესი! დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 10-12.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  500გრ;
  • მარგარინი  200გრ;
  • შაქარი  100გრ;
  • მურაბა  100გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • მარილი, სოდა  თითო მწიკვი;

მომზადების წესი:

ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. მარგარინი გავადნოთ და გავაცივოთ. მარილი დავამატოთ ფქვილს და გავცრათ. მშრალი ინგრედიენტები ათქვეფილ მასას დავამატოთ, ჩავასხათ მარგარინი, დავამატოთ სოდა ძმრით, მოვზილოთ მკვრივი, ელასტიური ცომი. ცომს პატარა ნაწილი მოვაჭრათ და საყინულეში შევდოთ. დანარჩენი საცხობ ფორმაში გავაბრტყელოთ. ზემოდან მურაბა წავუსვათ, უმჯობესია, სქელი იყოს. დავახეხოთ გაყინული ცომის ნაჭერი, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 20 წთ გამოვაცხოთ. ცივი პეროგი დავჭრათ სასურველი ზომის და ფორმის ნაჭრებად. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო