ფლავი პომიდვრითა და ქათმით

მსუბუქი, ნაკლებკალორიული, უგემრიელესი ფლავია. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

ბრინჯი  1,5ჭ;

  • ქათმის ფილე  300გრ;
  • პომიდორი  1-2ც;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ნიორი  2კბილი;
  • ზეთი  50გრ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ფილე და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. გავარჩიოთ ხახვი, გავფხიკოთ სტაფილო, ორივე გავრეცხოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილო გავხეხოთ. პომიდორს მოვაცილოთ კანი, დავჭრათ. ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ჩავდოთ ფილე და ბოსტნეული და შევწვათ 15-20 წთ, პერიოდულად ვურიოთ. კარგად გავრეცხოთ ბრინჯი და დავამატოთ ამ მასას, 1-2წთ ვშუშოთ, შემდეგ დავასხათ იმდენი წყალი, რომ ბრინჯი დაფაროს, დავამატოთ მარილი, გაურჩეველი ნივრის კბილები დავადოთ, დავაფაროთ თავზე და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 15-20 წთ. ბრინჯი კარგად უნდა მოიხარშოს და წყალი სულ ჩაშრეს. ნიორი მოვაცილოთ და ფლავი პომიდვრითა და ქათმით გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო