ფლავი საქონლის ღვიძლით

ეს კერძი იმდენად მსუბუქია, რომ დიეტურადაც შეიძლება ჩაითვალოს. ფლავი საქონლის ღვიძლით მწვანე ფლავის სახელითაა ცნობილი. კარგი იდეაა სადილზე ან ვახშამზე. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • დაორთქლილი ბრინჯი  800-1000 გრ;
  • საქონლის ღვიძლი  300გრ;
  • საქონლის ხორცი  300გრ;
  • ღორის ქონი  300გრ;
  • ხახვი  3თ;
  • ქინძი, კამა, ოხრახუში  თითო კონა;
  • ზეთი  80-100მლ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • პილპილი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

ბრინჯი თბილ წყალში ჩავალბოთ 1 სთ. ხორცი პატარა კუბიკებად დავჭრათ. ასევე დავჭრათ ქონიც. ღვიძლი დიდ ნაჭრებად დავჭრათ და ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ცეცხლზე დავდგათ, როცა ადუღდება, ამოვალაგოთ. შემდეგ პატარა კუბიკებად დავჭრათ. სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი და ხორცი მოვხრაკოთ, უნდა გათეთრდეს, შემდეგ ღვიძლი დავამატოთ, 5 წთ შემდეგ კი ქონი. 15 წთ ვხრაკოთ. დავაყაროთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და ამოვურიოთ. დავასხათ 1ჭ წყალი და წამოვადუღოთ. ბრინჯი კარგად გავრეცხოთ, დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, დავასხათ ზეთი და ავურიოთ. ეს მასა ზემოდან დავაყაროთ ქვაბის მასას, დავასხათ წყალი, დავაფაროთ თავზე და 25 წთ ვხარშოთ. ბოლოს ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო