
ფლავი ცხვრის ხორცითა და პომიდვრით მარტივად მზადდება, პომიდორი კიდევ უფრო გამოკვეთს ამ ფლავის საოცარ გემოს. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 6-8.
ინგრედიენტები:
- ცხვრის ხორცი 1კგ;
- ბრინჯი 700გრ;
- სტაფილო 400გრ;
- ხახვი 300გრ
- პომიდორი 2ც (დიდი ზომის);
- ნიორი 3თ და 3 კბილი;
- კოწახური 1ს/კ;
- ჯანჯაფილი 0,5ს/კ;
- ძირა 1ს/კ;
- გახეხილი კოჭა 0,5/.კ;
- ზეთი გემოვნებით;
- შავი დაფქული პილპილი, წითელი დაფქული პილპილი, მარილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები. სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი. ჩავდოთ გახეხილი კოჭას ძირი. 3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი 0,5თ ხახვი. მოვხრაკოთ. ჩავამატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ცხვრის ხორცი, 5 წთ შემდეგ სუნელები დავამატოთ, მარილიც და 30 წთ დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, თუ საჭიროა, წყალი დავამატოთ. სტაფილო წვრილ ღერებად დავჭრათ, პომიდორი კუბიკებად. როცა ხორცი მოითუშება, ცეცხლს ავუწიოთ და პომიდორი დავამატოთ, ამოვურიოთ. დავამატოთ დარჩენილი დაჭრილი ხახვი. ზემოდან სტაფილო დავაყაროთ, მარილი და პილპილი დავამატოთ. ზემოდან თანაბრად გადავანაწილოთ ბრინჯი, წყალი იმდენი დავასხათ, რომ 1-2 სმ-ზე დაფაროს ბრინჯი. დავამატოთ ცოტა მარილი და სუნელები. დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ, როცა ზედა ფენა სითხეს მთლიანად შეიშრობს, ნივრის თავები ჩავარჭოთ, თავზე დავაფაროთ, 15 წთ შემდეგ გადავხადოთ, ფლავი რამოდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტოთ, ორთქლი რომ გამოვიდეს. ისევ დავაფაროთ თავზე და 20 წთ ვშუშოთ. შემდეგ ამოვიღოთ ნივრის თავები და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება