
ტკბილი ფლავის მოყვარულებს უთუოდ დააინტერესებს ეს რეცეპტი. ფლავი ვაშლით გამოდის არომატული, უგემრიელესი და არაჩვეულებრივი. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 6-8.
- ინგრედიენტები:
ბრინჯი 1ჭ (ბასმათი); - ვაშლი 2ც;
- ქიშმიში 100გრ;
- კეშიუს თხილი 60გრ;
- დარიჩინის ჩხირი 1/3ც;
- შაქარი 270გრ;
- წყალი 270მლ;
- მიხაკი 6ც;
- დაფქული ილი 1/4ჩ/კ;
- ზეთი 2ს/კ;
- ჯანჯაფილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ სიროფი: ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ 270მლ წყალი, დავამატოთ ცოტა ჯანჯაფილი (კურკუმა), დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ გასქელებამდე. ბრინჯი რამოდენიმეჯერ გავრეცხოთ და ცოტა ხანს საწურზე დავტოვოთ. გარეცხილი ვაშლი გავთალოთ, თესლები მოვაცილოთ და კუბიკებად დავჭრათ. ქიშმიში გავრეცხოთ, კეშიუ დავაქუცმაცოთ და ქიშმიშს შევურიოთ. სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი, დავამატოთ მიხაკი, დარიჩინი და ილი, 1-2 წთ მოვშუშოთ. დავამატოთ ბრინჯი, ამოვურიოთ და რამოდენიმე წთ მოვხალოთ. შემდეგ დავასხათ 1,5-2 ჭ მდუღარე წყალი, დავაფაროთ თავზე და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ 8-10 წთ. ნახევარი ბრინჯი გადავიტანოთ ჯამში. ქვაბში კი დავამატოთ ქიშმიში, კეშიუ და ვაშლი. ზემოდან ჯამში გადატანილი ბრინჯი დავაყაროთ, სიროფი დავასხათ, დავაფაროთ თავზე და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 10-15 წთ. გამოვრთოთ ცეცხლი, 10 წთ დავაყოვნოთ ფლავი. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება