ფოკაჩა ხახვით

მარტივად მოსამზადებელი, უგემრიელესი იტალიური პურია. კარგი იდეაა უცებ წასახემსებლად. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  1კგ;
  • მარილი  30გრ;
  • ზეითუნის ზეთი  100გრ;
  • შაქარი  15გრ;
  • საფუარი  35გრ;
  • წყალი  500გრ;
  • გულსართი:
  • ხახვი  250გრ;
  • ზეითუნის ზეთი  50გრ;
  • რიკოტა   50გრ;
  • პომიდორი ჩერი  50გრ;
  • შავი უკურკო ზეთისხილი  50გრ;
  • გახეხილი პეკორინო  50გრ (ყველი);
  • მარილი და პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი.მოვზილოთ ცომი საჭირო პროდუქტებით. ორად გავყოთ და გავაბრტყელოთ მრგვლად. გახურებულ ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. შევანელოთ მარილით და პილპილით. დავამატოთ ზეთისხილი, რიკოტა, პომიდორი, რამოდენიმე წთ წამოვადუღოთ და გადმოვდგათ. დავაყაროთ გახეხილი ყველი. გავაცივოთ. ცომის ერთი ნაწილი დავდოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე, გადავანაწილოთ გულსართი, მეორე ნაწილი დავაფინოთ და კიდეები ჩანგლით შევუკრათ. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ მანამ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. შევამოწმოთ ასანთის ღერით. ფოკაჩა ხახვით სუფრაზე ცხელი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო