
არაჩვეულებრივი გემოსია, არომატული და ფაფუკი იტალიური პურია. საუზმედ და სადილად კარგად ჩაანაცვლებს ჩვეულებრივ პურს. დამზადების დრო: 2 სთ 30 წთ.
ინგრედიენტები:
- ფქვილი 570გრ;
- დაპრესილი საფუარი 10გრ;
- მარილი 10გრ;
- ზეითუნის ზეთი 30გრ;
- წყალი 455გრ;
- როზმარინი 1-2 ტოტი;
მომზადების წესი:
გავცრათ ფქვილი, მარილი დავამატოთ. საფუარი ოთახის ტემპერატურის წყალში გავხსნათ. ფქვილს დავამატოთ საფუარი და ზეთი და კარგად ამოვურიოთ. მოვზილოთ რბილი ცომი, 10 წთ ვზილოთ. დავაგუნდავოთ, ჩავდოთ ზეთწასმულ ჯამში, გადავაფაროთ და 20 წთ დავაყოვნოთ. შემდეგ ჩავზილოთ და კიდევ 40 წთ დავაყოვნოთ. საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი, ხელებიც ზეთით დავისველოთ და ცომი გავაბრტყელოთ ფორმაშივე. კიდევ 30 წთ დავაყოვნოთ. შემდეგ ზემოდან დავასხათ ზეთი, მოვაყაროთ როზმარინი, შევდგათ 250 გადუსზე გახურებულ ღუმელში, მაშინვე დავუწიოთ ტემპერატურას 220 გრადუსამდე, გამოვაცხოთ 25 წთ. მზა ფოკაჩას გადავაფაროთ ჩაის ტილო და ასე გავაცივოთ. ფოკაჩა კლასიკური რეცეპტით დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება