
ფოკაჩა როზმარინით, ზეთისხილითა და პომიდვრით ძალიან არომატული და გემრიელი გამოდის. ეს იტალიური პურია, სხვადასხვა ინგრედიენტებით. დამზადების დრო: 2 სთ.
ინგრედიენტები:
- მშრალი საფუარი 2,5ჩ/კ;
- თბილი წყალი 310მლ;
- ზეითუნის ზეთი 6ს/კ;
- მარილი 3ს/კ;
- როზმარინის ცოცხალი ტოტები 2,5ს/კ;
- პომიდორი 100გრ;
- უკურკო ზეთისხილი 100გრ;
- ბაზილიკის ფოთლები 8-10ც;
მომზადების წესი:
თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და რამოდენიმე წთ დავაყოვნოთ. შემდეგ დავამატოთ 3ს/კ მარილი და გადავურიოთ. გაცრილი ფქვილი ჯამში ჩავყაროთ, დავამატოთ საფუარი, კარგად ამოვურიოთ. მოვზილოთ რბილი ცომი, გადავაფაროთ, დავდგათ თბილ ადგილას 1 სთ. საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი და ცომი გავანაწილოთ. გადავაფაროთ ზეთწასმული ცელოფანი და კიდევ 1 სთ დავაყოვნოთ. ღუმელი 230 გრადუსამდე გავახუროთ. ცომს ზემოდან თანაბრად მოვაყაროთ როზმარინი, დავაწყოთ დაჭრილი პომიდორი, ზეთისხილი, ბაზილიკი და შევდგათ გამოცასხობად ღუმელში 25 წთ. გემრიელად მიირთვით!
მომეწონა იტალიური ფოკაჩა მაგრამ ფქვილის დოზაა დაგავიწყდათ😍მომწერეთ გთხოვთ🙏🙏🙏
iqneb mec maswavlo safuari rom armaq da zetis xili da pamidori armaq da rom ar vuqna ras izams