ფრანგული კიში ქათმითა და ბროკოლით

არომატული, ნოყიერი, უგემრიელესი  ღვეზელია. ფრანგული კიში ქათმითა და ბროკოლით სადილადაც კარგია და ვახშმადაც. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • მშრალი საფუარი  7გრ;
  • შაქარი  3ს/კ;
  • მარილი, პილპილი, სხვა სუნელები  1,5ჩ/კ;
  • რძე  2ჭ(1 ღვეზელი);
  • მოხარშული ქათმის ხორცი  500გრ;
  • ბროკოლი  300-400გრ;
  • ფქვილი  500გრ;
  • ზეთი 5-6ს/კ;
  • კვერცხი  3ც (1 ღვეზელი);
  • ყველი  200გრ;

მომზადების წესი:

ორჯერ გავცრათ ფქვილი. ცალკე ჯამში ჩავასხათ 1ჭ რძე, დავამატოთ საფუარი, შაქარი, მარილი, მოვურიოთ და 20 წთ დავაყოვნოთ. ამოსული საფუარი ფქვილს დავამატოთ და ცომი მოვზილოთ, ბოლოს 4-5 ს/კ ზეთი შევაზილოთ. გადავაფაროთ და 2-3 სთ დავაყოვნოთ თბილ ადგილას. ამოსული ცომი ჩავზილოთ და სამ ნაწილად გავყოთ. 22სმ დიამეტრის ღვეზელები გამოვა. გავაბრტყელოთ და ფორმაში ჩავდოთ. ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი ან დაჩლეჩილი ქათმის ხორცი, ბროკოლის ყვავილედები. ავთქვიფოთ 1ჭ რძე და 3ც კვერცხი, დავამატოთ მარილი და გახეხილი ყველი. ავურიოთ, დავასხათ ღვეზელს, შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 30-40 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო