ფრანგული მაფინები

არომატული ნამცხვარია და ადვილად მზადდება. კარგი იდეაა საახალწლო სუფრისათვის. დამზადების დრო: 55 წთ.

ინგრედიენტები:

  • გამაფხვიერებელი  3ჩ/კ;
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი)  1/2ჩ/კ;
  • მარილი  მწიკვი;
  • შაქარი  1ჭ;
  • კვერცხი  2ც;
  • დარიჩინი  3ჩ/კ;
  • ზეთი  1ჭ;
  • რძე  1ჭ;
  • კარაქი  50გრ;

მომზადების წესი:

ღუმელი ჩავრთოთ 175 რადუსზე. მაფინის 12 ცალიან ფორმას ცხიმი წავუსვათ. ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, მუსკატის კაკალი და შევურიოთ. მეორე ჯამში მიქსერით შევათქვიფოთ ზეთი და შაქარი, დავამატოთ კვერცხი და ავთქვიფოთ. ორივე მასა შევაერთოთ, თან რძე დავასხათ და კარგად ავურიოთ. ამ ცომით შევავასოთ ფორმები 2/3-ზე და გამოვაცხოთ 20-25 წთ. გავაცივოთ მაფინები. გავადნოთ კარაქი, ცალკე ჯამში შევურიოთ შაქარი და დარიჩინი, ცივი  ფრანგული მაფინები ამოვავლოთ კარაქში და შაქარ-დარიჩინის ნარევი მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო