
ფრანგული მერენგა მარტივად მზადდება, გამოიყენება ტორტების ცხობისას. დამზადების დრო: 2სთ.
ინგრედიენტები:
- კვერცხის ცილა 2ც;
- შაქრის პუდრა 120გრ;
- ლიმონის წვენი 0,5ჩ/კ;
- მომზადების წესი:
ცილას დავამატოთ ლიმონის წვენი, ნახევარი შაქრის პუდრა და ავთქვიფოთ მიქსერით, ჯერ მინიმალურ სიჩქარეზე, შემდეგ თანდათან მოვუმატოთ. 4-5 წთ მასა გახდება თეთრი, მკვრივი, და დავამატოთ დარჩენილი შაქრის პუდრა. კიდევ 10 წთ ვთქვიფოთ. მზა მერენგა არის თეთრი, მკვრივი, კარგად ინარჩუნებს ფორმას. პერგამენტდაფენილ საცხობზე დავსვათ მერენგები და შევდგათ ღუმელში 100 გრადუსზე 1 სთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება