
უგემრიელეს სოუსში დამზადებული ქათმის ხორცი ტრადიციული ფრანგული კერძია. სუფრაზე გარნირთან ერთად გააქვთ. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 4-6.
ინგრედიენტები:
- ქათმის ხორცი 1,5კგ ( ბარკლები, გადანაჭერი);
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
- კარაქი 2ს/კ;
- ხახვი 1თ;
- ნიორი 1კბილი;
- ფქვილი 2ს/კ;
- თეთრი ღვინო 150მლ;
- დაფნის ფოთოლი 1ც;
- დაფქული ბეგქონდარა 0,5ჩ/კ;
- სტაფილო 1ც;
- პრასი 2ღერი;
- ნაღები 1/2ჭ;
მომზადების წესი:
გავრეცხოთ ქათმის ხორცი, წავუსვათ მარილი, პილპილი და კარაქში შევწვათ. იმავე ტაფაში მოვშუშოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი. დავამატოთ დაკეპილი ნიორი. 5 წთ შევწვათ. ტაფაში ჩავამატოთ ფქვილი, ბეგქონდარა, დაფნის ფოთოლი, ღვინო ჩავასხათ და საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ 20 წთ. დაჭრილი სტაფილო მოვხარშოთ 1 წთ, პრასი 4 წთ. დავამატოთ ქათმის ხორცს, მარილი და პილპილი დავამატოთ, დავასხათ ნაღები და კიდევ 2 წთ ვშუშოთ. ფრიკასე ქათმის ხორცით სუფრაზე ცხელი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება