
უგემრიელესი ყველიანი ფუნთუშებია. აუცილებლად გამოაცხეთ და გაანებივრეთ ოჯახის წევრები. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 10ც.
ინგრედიენტები:
- ფქვილი 3ჭ;
- საფუარი 2ჩ/კ;
- შაქარი 1/2ჭ;
- მარილი 2ჩ/კ;
- რძე 2,5ჭ;
- კარაქი 100გრ;
- კვერცხი 2ც;
- ჩედერი 400გრ;
- გახეხილი პარმეზანი 100გრ;
- ოხრახუში 1კონა;
- ნიორი 3კბილი;
- მომზადების წესი:
ჯამში ჩავყაროთ საფუარი, მარილი და შაქარი, ავურიოთ. პატარა ქვაბში გავადნოთ კარაქი, დავასხათ რძე, ადუღებამდე გადმოვდგათ. დავაყოვნოთ და როცა ოდნავ გაცივდება (თბილი უნდა იყოს), დავასხათ მშრალ ინგრედიენტებს და მიქსერით ავურიოთ 5 წთ. დავამატოთ კვერცხი, ვთქვიფოთ 5 წთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ თითო ჭიქა ფქვილი ვამატოთ, ყოველი ჭიქის დამატების შემდეგ 1-2 წთ ავურიოთ, ბოლოს ცომი ხელით გადავზილოთ და დავაყოვნოთ 1 სთ თბილ ადგილას. ამოსული ცომი 2 ნაწილად გავყოთ. თითოეული კიდევ 2-ად, შემდეგ კი 4-ად. მივიღებთ 16 ტოლ ნაწილს. პარმეზანს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ჩედერი დიდ კუბიკებად დავჭრათ. კარაქის პატარა ნაჭერი გავალღოთ და დანაყილი ნიორი შევურიოთ. ცომის ბურთულები გავაბრტყელოთ, შუაში ჩავდოთ ჩედერის კუბიკი, ცომი შევკრათ, ფუნთუშას ფორმა მივცეთ. დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში, გადავაფაროთ ჩაის ტილო და 5-7 წთ დავაყოვნოთ. შევდგათ 20 წთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მზა ფუნთუშებს წავუსვათ კარაქიან-ნივრიანი ნარევი და მოვაყაროთ პარმეზანი. ფუნთუშები ჩედერით მზადაა! სუფრაზე ცხელი გაიტანეთ და გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება