ფუნთუშები გარგრის ჯემით

ფუმფულა, ნაზი და არომატული ფუნთუშებია. ჩაისთან ერთად საუკეთესო დესერტია. დამზადების დრო: 2 სთ 30წთ.

ინგრედიენტები:

  •  გარგრის ჯემი  150გრ;
  • რძე  200მლ;
  • საფუარი  20გრ;
  • შაქარი  2ს/კ;
  • შესქელებული რძე  100გრ;
  • კარაქი  60გრ;
  • მარილი  0,5ჩ/კ;
  • ფქვილი  450-500გრ;
  • კვერცხი  2ც;

მომზადების წესი:

ჯამში ჩავყაროთ საფუარი, შაქარი, დავასხათ თბილი რძე, დავამატოთ 1ც კვერცხი და მარილი. დავასხათ შესქელებული რძე, დავამატოთ დარბილებული კარაქი და ავურიოთ. დავამატოთ ფქვილი, მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 1,5სთ. ჩავზილოთ ამოსული ცომი, პატარა ბურთულები გავაკეთოთ, 60-70 გრამიანი. თითოეული გავაბრტყელოთ ოვალურად, გრძელ ზოლად დავადოთ ჯემი, გადავაფაროთ ცომი, გადავგრიხოთ ჟგუტისებურად. შემდეგ მოვამრგვალოთ ლოკოკონასავით. მეორე ფორმა: გავაბრტყელოთ ცომი ოვალურად, კიდეში დავდოთ ჯემი, დავაფაროთ ცომი, დანარჩენი ნაწილი დანით დავსეროთ, გადავახვიოთ რულეტისებურად და რკალის ფორმა მივცეთ. დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში, დავაყოვნოთ 20 წთ. წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი. შევდგათ 175-180 გრადუსზე ღუმელში, 35-40წთ. ფუნთუშები გარგრის ჯემით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო