
ფუნთუშები კაკაოთი ცხვება საფუარიანი ცომით. გამოდის ორიგინალური და ლამაზი. გემო კი თავად განსაჯეთ! დამზადების დრო: 2 სთ 55 წთ.
ინგრედიენტები:
- საფუარი 2ჩ/კ;
- ფქვილი 550-580გრ;
- რძე 20მლ;
- წყალი 100მლ;
- კარაქი 40გრ;
- კვერცხი 1ც;
- შაქარი 100გრ;
- კაკაოს ფქხვნილი 30გრ;
- ვანილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
თბილ წყალში გავხსნათ საფუარი, 1ს/კ შაქარი, 2ს/კ ფქვილი, დავაყოვნოთ 15 წთ. შწმდეგ დავასხათ თბილი რძე, ჩავახალოთ კვერცხი, შაქარი და ავურიოთ. დავამატოთ ფქვილი (ცოტა დავტოვოთ), დარბილებული კარაქი და მოვზილოთ ცომი. დარჩენილი ფქვილი ნელ-ნელა ვამატოთ, რბილი ცომი მოვზილოთ, ხელს არ უნდა ეკვროდეს. ცომი 2 ტოლ ნაწილად გავყოთ, ერთს კაკაო შევაზილოთ. დავდგათ თბილ ადგილას და დავაყოვნოთ 1 სთ 30 წთ. ამოსული ცომი ჩავზილოთ და გავაბრტყელოთ 0,5 სმ-ზე. კაკაოიან ფენას თეთრი დავადოთ და საბრტყელებელი გადავატაროთ. მრგვალი ფორმებით ამოვჭრათ ცომი, შუაში უფრო პატარა მრგვალი ფორმით ამოვჭრათ. საცხობ ფორმაში პერგამენტი ჩავაფინოთ, დავაწყოთ ფუნთუშები, შუაში ამოჭრილი ნაწილი ამობრუნებულად დავადოთ, რომ კაკაოიანი გამოჩნდეს. გადავაფაროთ ტილო და კიდევ 30 წთ დავაყოვნოთ. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება