
ფუნთუშები ხაჭოს კრემით ნაზი, რბილი, საოცრად გემრიელი გამოდის. ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. დამზადების დრო: 3 სთ.
ინგრედიენტები:
- შაქარი 200 გრ ( 100გრ ცომში, 100გრ კრემში);
- კარაქი ან მარგარინი 100გრ;
- ფქვილი 600-700გრ;
- ხაჭო 500გრ;
- ქიშმიში 100-150გრ;
- საფუარი 25გრ;
- რძე 300მლ (250მლ ცომში, 50მლ წასასმელად);
- კვერცხი 3ც (2ც ცომში, 1ც გულსართში);
- ვანილი 2ც (1ც ცომში, 1ც გულსართში);
- მარილი 1ჩ/კ;
- კვერცხის გული 1ც;
მომზადების წესი;
გავარჩიოთ ქიშმიში, დავასხათ მდუღარე წყალი 15-20 წთ. თბილ რძეი გავხსნათ 1ს/კ შაქარი, საფუარი და 1ჭ ფქვილი. დავაყოვნოთ 20-30 წთ თბილ ადგილას. გავალღოთ კარაქი, ოდნავ გავაცივოთ. დავამატოთ კვერცხი, მარილი, შაქარი და ვანილი. ეს მასა დავასხათ საფუარიან მასას. დავამატოთ დარჩენილი ფქვილი და ცომი მოვზილოთ. გადავაფაროთ და თბილ ადგილად დავდგათ 1,5 სთ. მოვამზადოთ ხაჭოს კრემი: ხაჭოს დავუმატოთ კვერცხი, ვანილი, შაქარი და დავაბლენდეროთ. დავამატოთ ქიშმიში (გადაწურული). ცომი 24 ტოლ ბურთულად გავყოთ. თითოეული გავაბრტყელოთ და ცენტრიდან სამად ჩავჭრათ. შუაში ჩავდოთ კრემი და ცომი ვარდისებურად შევახვიოთ. დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობზე და 30 წთ დავაყოვნოთ, წავუსვათ რძეში ათქვეფილი კვერცხის გული, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-30 წთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება