ფუნთუშები ხაჭოს ყველით

არაჩვეულებრივი, საუცხოო ფუნთუშები გამოდის. მარტივადაც მზადდება. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  280გრ;
  • შაქარი  60 გრ( 35 გრ ცომი, 25გრ გულსართი);
  • მარილი  მწიკვი;
  • დაპრესილი საფუარი  7გრ;
  • რძე  140 მლ;
  • კვერცხი  2ც;
  • ზეთი  35მლ;
  • ხაჭოს ყველი  200გრ;
  • ციტრუსის ცედრა  1 ჩ/კ (ლიმონი, ფორთოხალი ან მანდარინი);

მომზადების წესი:

ჯამში ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი, შუაში ამოვაღრმავოთ და თბილი რძე ჩავასხათ, დავამატოთ შაქარი, მარილი დავანაწევროთ საფუარი, დავაყოვნოთ 10-15 წთ. როცა “ქუდს”გაიკეთებს, ჩავახალოთ კვერცხი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. დავაყოვნოთ 15-20 წთ. ამიშ შემდეგ მოვზილოთ ელასტიური ცომი, გადავაფაროთ და დავდგათ თბილ ადგილას 1,5 სთ, ამ დროის მანძილზე ერთხელ ჩავზილოთ. ხაჭოს ყველს დავამატოთ შაქარი, ცედრა და 1ც კვერცხის ცილა, კარგად ავურიოთ. ცომი 10 თანაბარ ნაწილად გავყოთ და დავამრგვალოთ. თითოეული გავაბრტყელოთ, დავადოთ გულსართი და გადავახვიოთ. გაჭრათ რულეტი შუაზე (სიგრძეძე, ბოლომდე არა) და გულის ფორმა მივცეთ ფუნთუშას. შეგვიძლია, სურვილისამებრ, სხვა ფორმებიც გავაკეთოთ. კვერცხის გულს შევურიოთ 1ს/კ რძე ან ზეთი, ავთქვიფოთ და გადავუსვათ ფუნთუშებს. საცხობს დავაფინოთ პერგამენტი, დავალაგოთ ფუნთუშები და გამოვაცხოთ 20 წთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ფუნთუშები ხაჭოს ყველით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო