ფუნთუშები “კრემ-დე-პარიზიენ”

იმდენად ნაზი და ჰაეროვანია, თითქოს პირში დნებაო. თან საუცხოო გემოც აქვს. ფუნთუშები “კრემ-დე-პარიზიენ” კარგი იდეა იქნება სტუმრების დასახვედრად. დამზადების დრო: 3 სთ 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  375გრ;
  • მშრალი საფუარი  5გრ;
  • შაქარი  175გრ( 75გრ ცომი, 100 კრემი);
  • მარილი  მწიკვი;
  • კარაქი  80გრ (40გრ ცომი, 40გრ კრემი);
  • ლიმონის ცედრა  1ჩ/კ ( 1/2 ჩ/კ ცომი, 1/2 ჩ/კ კრემი);
  • კვერცხი  3ც (1ც ცომი 2ც კრემი);
  • რძე  545მლ ( 195მლ ცომი, 350მლ კრემი);
  • სახამებელი  60გრ;
  • ლიმონის წვენი  1ს/კ;
  • ვანილი, შაქრის პუდრა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

შევათბოთ რძე, დავამატოთ შაქარი, მარილი, საფუარი და კარგად ავურიოთ. ჩავახალოთ კვერცხი, გადავურიოთ და 10-15 წთ დავაყოვნოთ. მეორე ჯამში გავცრათ ფქვილი, შუაში ამოვაღრმავოთ, ჩავასხათ რძიანი მასა. ავურიოთ. გამოგვივა რბილი ცომი, დავამატოთ დარბილებული კარაქი, ლიმონის ცედრა და მოვზილოთ ცომი, თუ ფქვილი მოითხოვა, 20 გრ დავამატოთ. გადავაფაროთ თავზე და დავაყოვნოთ 1,5-2 სთ ოთახის ტემპერატურაზე. კრემი: რძე ჩავასხათ პატარა ქვაბში, დავამატოთ ვანილი, ლიმონის ცედრა, შაქარი, სახამებელი, კვერცხი და კარგად შევურიოთ. დავდგათ ცეცხლზე და გასქელებამდე ვხარშოთ, სულ უნდა ვურიოთ, შემდეგ გადმოვდგათ და გავაცივოთ.  დავამატოთ კარაქი, ავურიოთ, დავასხათ ლიმონის წვენი, კვლავ ავურიოთ. ცომი გავყოთ 12 თანაბარ ნაწილად. თითოეული გავაბრტყელოთ, შუაში ჩავდოთ კრემი და ცომის ერთი ნაწილი გადავაფაროთ, მეორე დავსეროთ 1სმ ზომით და გადმოვაფაროთ პირველ ნაწილს. გამზადებული ფუნთუშები დავაწყოთ პერგამენტჩაფენილ საცხობ ფორმაში, გადავაფაროთ და 30 წთ დავაყოვნოთ. 1ც კვერცხი ავთქვიფოთ და ზემოდან გადავუსვათ . გამოვაცხოთ 180 რადუსზე 30-35 წთ. მზა ფუნთუშებს დავაყაროთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო