
ფუნთუშები მოხარშული კრემითა და ქიშმიშით ნაზი, რბილი და ჰაეროვანი გამოდის. განსაკუთრებულ დღეებში უკეთეს დესერტს ვერც ინატრებთ! დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.
ინგრედიენტები:
- რძე 1,5ჭ (1 ჭ კრემში, 0,5ჭ ცომში);
- მარილი მწიკვი;
- შაქარი 3ს/კ (1ს/კ ცომში, 2ს/კ კრემში);
- საფუარი 0,5ჩ/კ;
- ფქვილი 2ჭ;
- კვერცხი 1ც;
- ქიშმიში 50გრ;
მომზადების წესი:
ჯამში ჩავასხათ თბილი რძე, დავამატოთ მარილი, შაქარი, საფუარი. კარგად გადავურიოთ. დავამატოთ ფქვილი, მოვზილოთ ცომი და დავდგათ თბილ ადგილას 1 სთ. ამოსული ცომი ჩავზილოთ. კრემის ინგრედიენტები და კვერცხი შევურიოთ კარგად, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ გასქელებამდე. 3 წთ ეყოფა. გავაბრტყელოთ ცომი. წავუსვათ გაციებული კრემი და გარეცხილი, მშრალი ქიშმიში. გადავახვიოთ რულეტისებურად და დავჭრათ. დავაწყოთ ცხიმწასმულ საცხობში, შევდგათ 190 გრადუსზე 30 წთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება