ფუნთუშები ქოქოსით

არომატული, უგემრიელესი, ეგზოტიკური შარმის ფუნთუშებია. ვისაც ქოქოსიანი დესერტები უყვარს, ეს რეცეპტი მათთვისაა! დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ცომი:
  • ფქვილი  250გრ;
  • რძე  150მლ;
  • შაქარი  3ს/კ;
  • კვერცხი  1ც;
  • კარაქი  50გრ;
  • მარილი  მწიკვი;
  • საფუარი  1ჩ/კ;
  • გულსართი:
  • ქოქოსის ფანტელი  80გრ;
  • შაქარი  2-3ს/კ;
  • კვერცხი  1ც;
  • კარაქი  30გრ;

მომზადების წესი:

გავცრათ ფქვილი დავამატოთ შაქარი, მარილი, საფუარი. ჩავახალოთ კვერცხი, დავასხათ თბილი რძე, დავამატოთ დარბილებული კარაქი და ცომი მოვზილოთ. გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 1 სთ 30 წთ. გულსართი: დარბილებულ კარაქს შევურიოთ შაქარი და ქოქოსის ფანტელი. ჩავახალოთ კვერცხი და ჩანგლით ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამოსული ცომ ჩავზილოთ, ამოვიღოთ პატარა გუნდები, გავაბრტყელოთ და გულსართი ჩავდოთ, გადავახვიოთ რულეტისებურად. შემდეგ რულეტი რამოდენიმე ნაწილად გავჭრათ, ორივე მხარეს მაკრატლით ჩავწრათ და გავწიოთ, ბანტისებურად. დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში და დავაყოვნოთ, რომ ამოვიდეს ცომი. წავუსვათ რძეში გახსნილი კვერცხი გული, შევდგათ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 20 წთ. მზას წავუსვათ კარაქი, ქაღალდის ხელსახოცები დავაფაროთ. ფუნთუშები ქოქოსით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო