ფუნთუშები შტრეიზელის ნამცეცებით (“კროშკით”)

შტრეიზელის ნამცეცები თითქმის იგივე გულსართია, რაც გულიან ქადებშია. ასე რომ , ამ ჰაეროვანი, არომატული და ფენოვანი ფუნთუშების გამოცხობა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • უმ. ხარისხის ფქვილი  400-450გრ ( 300-350გრ ცომში, 100გრ გულსართი);
  • ფქვილი  100გრ;
  • შაქარი  200გრ (50გრ ცომში, 150გრ გულსართში);
  • კარაქი  150გრ (50გრ ცომში, 100გრ გულსართში);
  • კვერცხი  1ც;
  • კვერცხის გული  1ც (წასასმელად);
  • რძე  250მლ;
  • მშრალი საფუარი  10გრ;
  • ვანილი  1ჩ/კ;
  • მარილი  მწიკვი;

მომზადების წესი:

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი. ავთქვიფოთ 50გრ შაქარი და კვერცხი და საფუარიან მასას დავამატოთ. დავაყაროთ გაცრილი 100გრ ფქვილი და მარილი. ავურიოთ,  დავუმატოთ უმ. ხარისხის ფქვილი და ცომი მოვზილოთ, შევაზილოთ დარბილებული კარაქი, მოვამრგვალოთ ცომი, გადავაფაროთ და დავაყოვნოთ თბილ ადგილას 20-30 წთ. მოვამზადოთ შტრეიზელის ნამცეცები, ე.წ. “კროშკა”. გაცრილი უმ.ხარისხის ფქვილი, შაქარი და ვანილი ერთად ჩავყაროთ ღრმა ჯამში, ავურიოთ. დავამატოთ ცივი, კუბიკებად დაჭრილი კარაქი და ხელით შევასრისოთ. ამოსული ცომი ჩავზილოთ და გავაბრტყელოთ 4-5 მმ სისქეზე, მართკუთხედის ფორმით. ერთ ნაწილზე დავყაროთ გულსართი, ცომის თავისუფალი ნაწილი გადავაფაროთ, ერთმხარეს ისევ “კროშკა” დავყაროთ, თავისუფალი მხარე გადმოვაფაროთ, მესამედაც ასე გავიმეოროთ. მიღებული გრძელი მასა გავყოთ ტოლ 8-10 ნაწილად. ეს კვადრატები ხელით ოდნავ გავაბრტყელოთ და კუთხეები ცენტრისენ საპირისპირო მიმართულებით გადმოვკეცოთ. დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობში, მანძილის დაშორებით, წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, მოვაყაროთ გულსართი, 10-15 წთ დავაყოვნოთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-35 წთ. ფუნთუშები შტრეიზელის ნამცეცებით (“კროშკით”) მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

 

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო