
ფუნთუშები სიროფში ნაზი და არომატული დესერტია. უხდება დილის ყავას ან ჩაის. დამზადების დრო: 1 სთ.
ინგრედიენტები:
- ხაჭო 200გრ;
- კვერცხი 2ც;
- კარაქი 50გრ;
- შაქარი 2ს/კ;
- მარილი 0,5ჩ/კ;
- ფქვილი 200გრ;
- გამაფხვიერებელი 1,5ჩ/კ;
- სეზამის მარცვლები 1ს/კ;
- სიროფი:
- წყალი 110მლ ;
- შაქარი 120გრ;
მომზადების წესი:
ხაჭოს დავამატოთ შაქარი, მარილი, კვერცხი და დავაბლენდეროთ. დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, დარბილებული კარაქი და სეზამის მარცვლები. მოვზილოთ ცომი. გავყოთ 6 ტოლ ნაწილად, მოვამრგვალოთ და გადავიტანოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში. სამზარეულოს მაკრატლით ცენტრისკენ 4-5 ადგილას ჩავჭრათ, ყვავილის ფორმა მივცეთ. წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 25-30 წთ. ამასობაში სიროფიც მოვამზადოთ: მომცრო ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავახათ წყალი, გავხსნათ, ავადუღოთ, 3-4 წთ ვადუღოთ და გადმოვდგათ. ცხელი ფუნთუშები ამოვავლოთ სიროფში, დავაწყოთ პერგაენტზე და დავაყოვნოთ, რომ გაშრეს. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება