პიკანტური კოტლეტები

სოიოს სოუსი და ცხარე წიწაკა მართლაც პიკანტურ გემოს აძლევს ამ კოტლეტებს. მარტივად მზადდება. ვახშმის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 2ც.

ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცის ფარში  200გრ;
  • ნიორი  2კბილი;
  • ზეითუნის ზეთი  1ჩ/კ;
  • მარილი  მწიკვი;
  • ჩილი  3ც (წვრილად დაჭრილი);
  • ქინძი  1 ს/კ (დაჭრილი);
  • სოიოს სოუსი  2ს/კ;
  • შაქარი  1ს/კ;
  • სიმინდის ფქვილი  1ჩ/კ;
  • მწვანე ხახვი  3ს/კ (წვრილად დაჭრილი);
  • ფქვილი  1ს/კ;

მომზადების წესი:

ფარშისა და ფქვილის გარდა ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს. დავამატოთ ფარში, კარგად გადავზილოთ,ბრტყელ ზედაპირზე  დავყაროთ ფქვილი, მარილი და პილპილი შევურიოთ, გავაკეთოთ კოტლეტები, ამოვავლოთ ამ ფქვილში და 30 წთ დავაყოვნოთ. შევწვათ ზეთში. პიკანტური კოტლეტები მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო