პიცა “4 ყველი”

ეს პიცა 4 სახის ყველით მზადდება. საუცხოო, არაჩვეულებრივი გამოდის, სცადეთ! დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ცომი  1შეფუთვა;
  • ნაღები  50მლ;
  • ბერძნული იოგურტი  50მლ;
  • პარპიცის მეზანი  50გრ;
  • კარაქი 20გრ;
  • ნიორი  1კბილი;
  • პილპილი  მწიკვი;
  • მოცარელა  300გრ;
  • რიკოტა  220გრ;
  • ჩედერი  100გრ;
  • პეკორინო “რომანო”  50გრ (ცხვრის ყველი);
  • ბულგარული წითელი წიწაკა  1/4ც;
  • ისპანახი  15 ფოთოლი;

მომზადების წესი:

თეთრი სოუსის მოსამზადებლად ქვაბში ჩავასხათ ნაღები, იოგურტი, დავამატოთ გახეხილი პარმეზანი, კარაქი და დაკეპილი ნიორი. ასევე მარილი, პილპილი, სურვილისამებრ, ორეგანო, ჯავზი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ვურიოთ, კარაქი როცა გადნება, 2 წთ გავაჩეროთ და გადმოვდგათ. გავაბრტყელოთ ცომი და ცხიმწასმულ ფორმაში გადავიტანოთ, დავასხათ სოუსი. ზემოდან დავაწყოთ მოცარელა, ჩედერი, პეკორინო და რიკოტო (ბურთულები). დავამატოთ დაჭრილი ბულგარული და ისპანახის ფოთლები. შვდგათ ღუმელში 200გრადუსზე. პიცა “4 ყველი” 15-20 წუთში მზად იქნება. გემრიელად მიირთვით!

 

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო