
ამ უგემრიელესი პიცის გულსართად გამოიყენება როგორც ქათმის ფარში, ასევე ღორის ფარშიც. დამზადების დრო: 1სთ 25 წთ. ულუფა: 7.
ინგრედიენტები:
- თბილი წყალი 0,5ჭ;
- მარილი, შაქარი თითო მწიკვი (ცომში);
- მშრალი საფუარი 0,5ჩ/კ;
- ფქვილი 250-300გრ;
- მაიონეზი ან არაჟანი 1,5ს/კ;
- კეტჩუპი 1,5ს/კ;
- აჯიკა 1ჩ/კ;
- ბულგარული წიწაკა 1ც (ფერი სურვილისამებრ);
- ფარში 150გრ;
- მჟავე კიტრი 1ც;
- მაგარი ყველი 50-70გრ;
- ზეთი 40მლ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
- მომზადების წესი:
თბილ წყალში გავხსნათ საფუარი, მარილი და შაქარი. ავურიოთ, ფქვილი დავამატოთ და ცომი მოვზილოთ. გადავაფაროთ და 1 სთ დავაყოვნოთ თბილ ადგილას. ცხელ ტაფაში ჩავსხათ ზეთი, დავდოთ ფარში, მარილი და პილპილი დავამატოთ და მოვშუშოთ. ცოტა კეტჩუპი დავამატოთ. ზეთწასმულ მრგვალ საცხობ ფორმაში გავაბრტყელოთ ცომი, წავუსვათ კეტჩუპი, მაიონეზი და აჯიკა. შემდეგ მოვაყაროთ ფარში და დავაწყოთ დაჭრილი მჟავე კიტრი, დაჭრილი ბულგარული, მოვაყაროთ გახეხილი ყველი. ზემოდან ბადისებურად მოვასხათ მაიონეზი. შევდგათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წთ. პიცა “ჩიზბურგერი” მზადაა! გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება