პიცა “კალიფორნია”

პიცა “კალიფორნია” ამერიკელების საყვარელი პიცაა. სწრაფად და მარტივად მზადდება. ნოყიერია და გემრიელი. სცადეთ! დამზადების დრო: 1სთ.

ინგრედიენტები:

  • თბილი წყალი 1ჭ;
  • მშრალი საფუარი  1ჩ.კ:
  • თაფლი  1/2 ს/კ;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;
  • მარილი  0,5 ჩ/კ;
  • ნიორი  1კბილი;
  • მოცარელა  250გრ;
  • ლორი  6 ნაჭერი;
  • ხახვი  1თ;
  • ქამა სოკო  6ც;
  • შავი ზეთისხილი  6ც;
  • ტომატი  2ს/კ;
  • ბაზილიკი, ორეგანო  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ფქვილს დავასხათ წყალი, ზეთი, დავამატოთ თაფლი, საფუარი, მარილი, მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავაყოვნოთ 40 წთ. მოვამზადოთ სოუსი: ტომატი, დაკეპილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ბაზილიკი და ორეგანო შევურიოთ, დავამატოთ წყალი,  დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მოვშუშოთ. მოცულობაში როცა დაიკლებს, გადმოვდგათ. ცომი ზეთიანი ხელით ჩავზილოთ, გავაბრტყელოთ ზეთწასმულ საცხობ ფორმაში, დავასხათ სოუსი, შემდეგ დავაწყოთ დაჭრილი სოკო, ლორი, ყველი პომიდორი, ზეთისხილი და ხახვი. შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 15 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო