
გემრიელი, არომატული და ნოყიერი პიცაა. სწრაფდა და მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 35 წთ.
ინგრედიენტები:
- ფქვილი 1,5ჭ;
- გამაფხვიერებელი 1ჩ/კ;
- წყალი 100მლ;
- ზეითუნის ზეთი 4ს/კ;
- ფარში ან დაბეგვილი ხორცის ნაჭრები 200გრ;
- ქამა სოკო 6-7ც;
- პომიდორი 2ც;
- გახეხილი ყველი 100-150გრ;
- მწვანილი გემოვნებით;
- მარილი, შავი დაფქული პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი;
გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი ჯამში ჩავყაროთ, დავასხათ ზეთი, წყალი და ცომი მოვზილოთ. გავაბრტყელოთ ცომი და პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში გადავიტანოთ. ცომს ჯერ გახეხილი ყველი დავაყაროთ (ცოტა გადავდოთ),შემდეგ დავაწყოთ დაჭრილი პომიდორი, სოკო, მწვანილი, ფარში ან ხორცი, მოვაყაროთ ცოტა ყველი, მარილი, პილპილი. შევდგათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 15 წთ. პიცა ხორცითა და სოკოთი მზადაა! გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება