პიცა კრევეტებითა და რუკოლათი

პიცა კრევეტებითა და რუკოლათი გამოდის უგემრიელესი, ორიგინალური და ნოყიერი. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 6.

ინგრედიენტები:

  • კეფირი  0,5ჭ;
  • მარილი, შაქარი, სოდა  თითო მწიკვი;
  • ფქვილი  350-400გრ;
  • კეტჩუპი  1,5ს/კ;
  • მაიონეზი  1,5ს/კ;
  • პომიდორი  1ც;
  • კრევეტები  100გრ;
  • მაგარი ყველი  50გრ;
  • კვერცხი  1ც;

მომზადების წესი:

ჯამში ჩავასხათ თბილი კეფირი, დავამატოთ სოდა, მარილი, შაქარი და ავურიოთ. ჩავახალოთ კვერცხი, ავთქვიფოთ, დავამატოთ ფქვილი და ცომი მოვზილოთ. 10 წთ დავაყოვნოთ. ცომი გადავიტანოთ ცხიმწასმულ მრგვალ საცხობ ფორმაში და გავაბრტყელოთ. ზემოდან წავუსვათ კეტჩუპი და მაიონეზი, დავაწყოთ დაჭრილი პომიდორი და წინასწარ გაწმენდილი კრევეტები, მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შევდგათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წთ. მზა პიცაზე რუკოლას ფოთლები დავაწყოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო