პიცა ლორითა და ყველით

პიცა ლორითა და ყველით მართლაც არაჩვეულებრივი გამოდის იმიტომ, რომ ეს ორი ინგრედიენტი ძალიან უხდება ერთმანეთს. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  1,5ჭ;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • გადადუღებული ცივი წყალი  100მლ;
  • ზეითუნის ზეთი  4ს/კ;
  • შებოლილი ლორი  50გრ;
  • ტომატის პიურე  3-4ს/კ;
  • მოცარელა  80-100გრ;
  • ყვითელი ყველი  50გრ (ჩედერი);

მომზადების წესი:

გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი ჯამში ჩავყაროთ, დავასხათ ზეთი, წყალი და ცომი მოვზილოთ. გავაბრტყელოთ, პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში გადავიტანოთ, ღუმელი ჩავრთოთ 190 გრადუსზე, ცომს წავუსვათ ტომატის პიურე (კეტჩუპიც შეიძლება), დავაყაროთ გახეხილი მოცარელა, დავაწყოთ დაჭრილი ლორი, დაჭრილი ჩედერი ლორის ნაჭრებს შორის გადავანაწილოთ. შევდგათ ღუმელში და 15 წთ გამოვაცხოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო