პიცა “ფეიკი”

სახელი ღიმილის მომგვრელია, თუმცა იმდენად სწრაფად და მარტივად მზადდება და ისეთი გემრიელი გამოდის, ნამდვილად ღირს გამოცხობა. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • უსაფუარო ფენოვანი ცომი  250გრ;
  • მოცარელა  100გრ;
  • მაგარი სახეობის ყველი  100გრ;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;
  • ხახვი  2თ;
  • ნიორი  2კბილი;
  • შაქარი  1-2ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • ბულგარული წიწაკა  100გრ;
  • რეჰანი, როზმარინი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავაბრტყელოთ ცომი. ამოვჭრათ 2 მრგვალი ნაჭერი. ხახვი და ნიორი თხლად დავჭრათ. წიწაკა ღერებად დავჭრათ. ყველი გავხეხოთ. ღუმელი 180 გრადუსზე გავახუროთ. ერთი ფენა დავდოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში, ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ, გახეხილი ყველი მოვაყაროთ. დავადოთ ცომის მეორე ფენა. ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ, შევდგათ ღუმელში 15 წთ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, მოვშუშოთ ხახვი და ნიორი, დავამატოთ მარილი, პილპილი. შაქარი დავაყაროთ და დაველოდოთ გადნობას, ვურიოთ, ხახვი კარამელიზებული უნდა გახდეს. დავამატოთ ბულგარული, ამოვურიოთ და 1 წთ გადმოვდგათ. გადმოვიღოთ ღუმელიდან პიცა, დავაყაროთ გახეხილი ყველი, ტაფის მასა და ზემოდან ოდნავ მოვაფრქვიოთ ყველი. კიდევ 5 წთ შევდათ გამოსაცხობად. პიცა “ფეიკი” მოვრთოთ დაჭრილი მწვანილით. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო