პიცა ქათმის ფილეთი

პიცა ქათმის ფილეთი არაჩვეულებრივი გამოდის. ნოყიერია, მეგობრული თავშეყრის დროს ამაზე უკეთესი კერძი რა უნდა ინატროთ! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  2ჭ;
  • კვერცხი  2ც;
  • ტომატის (პომიდვრი)  პიურე  3-4ს/კ;
  • მოცარელა  100გრ;
  • რეჰანი  გემოვნებით (ბაზილიკი);
  • მარილი  გემოვნებით;
  • პომიდორი  1ც;
  • ქათმის ფილე  300გრ;
  • ზეითუნის ზეთი  გემოვნებით;
  • რძე  0,5ჭ;
  • პარმეზანი  50გრ;
  • სტაფილო  1ც;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • მომზადების წესი:

თბილ რძეში ჩავახალოთ კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ. გაცრილ ფქვილს ნელ-ნელა დავასხათ რძიანი ნარევი და ცომი მოვზილოთ. მოვამრგვალოთ ცომი, ჩავდოთ ზეტწასმულ ჯამში, გადავაფაროთ და 15 წთ დავაყოვნოთ. მოხარშული ფილე პატარა კუბიკებად დავჭრათ. ბულგარული და სტაფილო ერთნაირი პატარა ზომის კუბიკებად დავჭრათ, ფილეს დავამატოთ, მარილით შევანელოთ და ავურიოთ. გავაბრტყელოთ ცომი და პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში ჩავდოთ, წავუსვათ ტომატის პიურე და ტომატის სოუსი. გულსართი თანაბრად გადავანაწილოთ, ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი პომიდორი, ორივე სახეობის გახეხილი ყველი მოვაყაროთ, შევდგათ ღუმელში 200გრადუსზე 20 წთ. მზა პიცა ბაზილიკით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო