
ეს პიცა არის თხელი, ნოყიერი და უგემრიელესი. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ. ულუფა: 7.
ინგრედიენტები:
- კვერცხი 1ც;
- მარილი მწიკვი;
- მშრალი საფუარი 0,5ჩ/კ;
- რძე 0,5ჭ;
- ზეთი 0,5ჩ/კ;
- ფქვილი 2-3ჭ;
- მაგარი ყველი 40გრ;
- შემწვარი ფარში 100გრ (შერეული ან ძროხის);
- მაიონეზი 1-2ს/კ;
- ტომატი 1-2ს/კ;
მომზადების წესი;
ღრმა ჯამში ჩავასხათ თბილი რძე და საფუარი გავხსნათ, მარილი დავამატოთ. დავაყაროთ ნახევარი ფქვილი, კვერცხი ჩავახალოთ, ავურიოთ, დარჩენილი ფქვილი დავამატოთ და ცომი მოვზილოთ. 1 სთ დავაყოვნოთ თბილ ადგილას. ამოსული ცომი ჩავზილოთ და ზეთწასმულ მრგვალ საცხობ ფორმაში გავაბრტყელოთ. ზემოდან წავუსვათ მაიონეზი და ტომატი, დავაყაროთ შემწვარი ფარში და გახეხილი ყველი, ზემოდან მაიონეზი მოვასხათ, შევდგათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-35 წთ. პიცა “ტაშირი” მზადაა! გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება