
მართლაც ძალიან არომატული და გემრიელი გამოდის. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ 25 წთ.
ინგრედიენტები:
- პომიდორი 3ც;
- ნიორი 1-2კბილი;
- ზეითუნის ზეთი 6ს/კ;
- როზმარინი 1 ღერი;
- მარილი, პილპილი, ძირა, სხვა სუნელები გემოვნებით;
მომზადების წესი:
გავრეცხოთ პომიდორი და ოთხად დავჭრათ. ნიორთან ერთად დავაწყოთ საცხობ ფორმაში, მოვაყაროთ სუნელები, მარილი, როზმარინი, ზეთი დავასხათ, ავურიოთ. შევდგათ 180-200 გრადუსზე ღუმელში 50-70 წთ. გადმოვიღოთ, პომიდორს კანი მოვაცილოთ, ნიორი გავფცქვნათ, დავაბლენდეროთ, მარილი და პილპილი დავამატოთ. პომიდვრის არომატული სუპი მზადაა! გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება