პომიდვრის მარმელადი

საინტერესო და უცხოა. პომიდვრის მარმელადი ტრადიციული წესით მზადდება. უჩვეულო გემო აქვს, თუმცა სასიამოვნო. სცადეთ! დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 5-6.

ინგრედიენტები:

  • პომიდორი  2კგ;
  • შაქარი  1კგ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ პომიდორი, დავჭრათ, ქვაბში ჩავყაროთ და წამოვადუღოთ. გადმოვიტანოთ საწურზე, 2-3 ჭ წვენი გამოვა. წვენი ქვაბში ჩავასხათ, შაქარი დავაყაროთ და ვადუღოთ მასის გასქელებამდე. შემდეგ ეს მასა საცხობ ფორმაში გადმოვიტანოთ და 20-30 წთ შევდგათ ღუმელში გამოსაშრობად 100 გრადუსზე. გავაცივოთ და მაცივარში შევინახოთ. დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად და შაქრის პუდრაში ამოვავლოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო