პომიდვრის წვენი სტერილიზაციის გარეშე

ამ წვენის (ზოგი ტომატსაც უწოდებს) მომზადებას დამატებითი სტერილიზაცია არ სჭირდება. გამოდის გემრიელი და არომატული. შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალი კერძის მომზადების დროს.  სიცივეში 2 წლამდეც კი ინახება. დამზადების დრო: 35 წთ. ულუფა: 1ლ

ინგრედიენტები:

პომიდორი  1,5კგ;

მარილი  4გრ;

ლიმონმჟავა  1/4 ჩ/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ პომიდორი. მოვათავსოთ ბლენდერის ჭიქაში და დავაბლენდეროთ ( ხორცსაკეპში გატარებაც შეიძლება). ეს მასა ჩავასხათ ქვაბში, დავაყაროთ მარილი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე, მივიყვანოთ დუღილამდე, ვადუღოთ 15 წთ, პერიოდულად ვურიოთ. შემდეგ გადმოვიტანოთ საწურში და გავხეხოთ. გახეხილი მასა ისევ ქვაბში ჩავასხათ, დავამატოთ ლიმონმჟავა, ავადუღოთ, ვადუღოთ მხოლოდ 1 წთ. მასა ჩავასხათ წინასწარ გასტერილიზებულ ქილაში და ჰერმეტულად მოვხუფოთ. ამოვაბრუნოთ ქილა, შევფუთოთ და დავაყოვნოთ გაციებამდე. პომიდვრის წვენი სტერილიზაციის გარეშე მზადაა! გემრიელად მიირთვით!

2 კომენტარები

  1. Wow, wonderful weblog structure! How lengthy have you
    been blogging for? you made blogging glance easy. The total glance of your website is wonderful, let alone the
    content! You can see similar here sklep

  2. Wow, marvelous blog format! How long have you been blogging for?
    you make blogging look easy. The total glance of
    your web site is wonderful, as neatly as the content!

    You can see similar here e-commerce

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო