“პონჩიკები” ბომბოლინი

“პონჩიკები” ბომბოლინი ნაზი, ჰაეროვანი დესერტია, უგემრიელესი მოხარშული კრემით. იტალიური “პონჩიკებია”. სცადეთ! დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 5-6.

ინგრედიენტები:

  • რძე  400მლ (100მლ ცომში, 300მლ კრემში);
  • საფუარი  15გრ;
  • შაქარი  80გრ (30გრ ცომში, 50გრ კრემში);
  • მარილი  2 მწიკვი;
  • ზეთი  200მლ ( 30მლ ცომში, 170მლ შესაწვავად);
  • ფქვილი  300გრ;
  • სიმინდის სახამებელი 2ს/კ;
  • კვერცხის გული  2ც;
  • ვანილი  5გრ;
  • შაქრის პუდრა  2ს/კ;

მომზადების წესი:

საფუარი გავხსნათ თბილ რძეში. დავამატოთ მარილი, შაქარი და ზეთი. დავაყაროთ გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 1-1,5 სთ. კრემი: ქვაბში ჩავსხათ რძე და ცეცხლზე დავდგათ. ჯამში კვერცხის გულებს შევურიოთ სახამებელი და შაქარი. როცა რძე წამოდუღდება, ეს მასა დავამატოთ, თან ვურიოთ. დავამატოთ ვანილი, გადმოვდგათ და გავაცივოთ. ცომი 1სმ სისქეზე გავაბრტყელოთ და 6-7 სმ დიამეტრის მრგვალი ფორმები ამოვჭრათ. გადავაფაროთ ცელოფანი და 35-40 წთ დავაყოვნოთ. ქვაბში გავცხელოთ ზეთი და შევწვათ ეს ფორმები. გადმოვიღოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, გავაცივოთ, გვერდიდან ჩავჭრათ და ჩ/კოვზით ამოვავსოთ კრემით. ზემოდან შაქრის პუდრა მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო