“პონჩიკები” ბომბოლონი

“პონჩიკები” ბომბოლონი ნაზია და  ჰაეროვანი. ძალიან უხდება მოხარშული კრემი. დამზადების დრო:2 სთ.

ინგრედიენტები:

  • რძე  400მლ ( 100მლ ცომი, 300მლ კრემი);
  • საფუარი  15გრ;
  • შაქარი  80გრ ( 30გრ ცომი, 50გრ კრემი);
  • მარილი  2მწიკვი;
  • ზეთი  200მლ (30მლ ცომი, 170 მლ გამოსაცხობად);
  • ფქვილი  300გრ;
  • სახამებელი  2ს/კ;
  • კვერცხის გული  2ც;
  • ვანილი  5გრ (კრემი);
  • შაქრის პუდრა  2ს/კ;
  • მომზადების წესი:

საფუარს დავასხათ თბილი რძე, დავამატოთ მარილი, შაქარი და ზეთი, მოვურიოთ. დავამატოთ გაცრილი ფქვილი. მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ და დავდგათ თბილ ადგილას 1-1,5სთ. კრემი: ქვაბში ჩავასხათ რძე და ცეცხლზე დავდგათ. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გული, შაქარი და სახამებელი. სანამ რძე ადუღდება, ჩავასხათ ეს მასა, ვურიოთ და გასქელებამდე ვადუღოთ. დავამატოთ ვანილი და კრემი გავაცივოთ. გავაბრტყელოთ ცომი, ამოვჭრათ წრეები, 35-40 წთ დავაყოვნოთ, რომ კიდევ ამოვიდეს. ქვაბში ზეთი ჩავასხათ,ავადუღოთ და შევწვათ პონჩიკები, გადმოვაწყოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, გვერდიდან ჩავჭრათ და თითო  ჩ/კ კრემით შევავსოთ. იტალიური “პონჩიკები” ბომბოლონი შაქრის პუდრით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო