“პონჩიკები” მინანქრით

ამ რეცეპტით გაიგებთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ სამი სახის მინანქრით უგემრიელესი პონჩიკები, თან ულამაზესებიც. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  350-400გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • თბილი  170-180მლ;
  • კარაქი  2,5ს/კ;
  • საფუარი  1ს/კ;
  • თბილი წყალი  2ს/კ;
  • შაქარი 4ს/კ;
  • მარილი  2 მწიკვი;
  • რძე  5-6ს/კ;
  • შაქრის პუდრა  5ს/კ;
  • მარწყვი ან ჟოლო  100გრ;
  • შოკოლადი  60გრ;
  • ნუთელა  2ს/კ;
  • ზეთი  500მლ;

მომზადების წესი:

თბილ ყალში გავხსნათ საფუარი და ცოტა ხანს დავაყოვნოთ. შევათბოთ რძე და ეს მასა დავუმატოთ. შემდეგ დავაყაროთ შაქარი, მარილი, დარბილებული კარაქი დავამატოთ, კვერცხი და მიქსერით ავთქვიფოთ. დავამატოთ ნახევარი ფქვილი და ავთქვიფოთ. დანარჩენი ფქვილი დავაყაროთ და კოვზით ამოვურიოთ. ჯამს გაოვუსვათ ზეთი და ცომი მასში გადავიტანოთ. გადავაფაროთ და 1 სთ დავტოვოთ თბილ ადგილას. შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი, ამოვჭრათ წრეები და 30 წთ დავაყოვნოთ. შევწვათ ადუღებულ ზეთში, დავაწყოთ პერგამენტის ქაღალდზე. მოვამზადოთ მინანქარი. 1. წვრილად დაკეპილ შოკოლადს დავასხათ 2ს/კ რძე, გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე, ამოვავლოთ პონჩიკების ნაწილი. 2. ნუთელა, რძე და შაქრის პუდრა კარგად გადავურიოთ, დავდგათ ცეცხლზე და როცა ერთგვაროვანი მასა გახდება, ამოვავლოთ პონჩიკები. დავაყაროთ დაკეპილი ნიგოზი, სურვილისამებრ. 3.მარწყვი და 3ს/კ შაქარი დავაბლენდეროთ, ამოვავლოთ დარჩენილი პონჩიკები, მოვაყაროთ საკონდიტრო მოსაფრქვევი. “პონჩიკები” მინანქრით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო