“პონჩიკები” მოხარშული ცომით

ფარნგული უგემრიელესი პონჩიკებია. თუ ჩვეულებრივი ცომით მოგბეზრდათ, ასე სცადეთ, იქნებ მოგეწონოთ! დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  120გრ;
  • კარაქი  100გრ;
  • წყალი  300მლ;
  • კვერცხი  4ც;
  • მარილი  მწიკვი;
  • შაქრის პუდრა  1ს/კ;
  • ზეთი  1ლ;
  • მომზადების წესი:

ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავდოთ კარაქი და საშუალო ცეცხლზე დავდგათ. მივიყვანოთ დუღილამდე და გადმოვდგათ. დავაყაროთ ფქვილი და სწრაფად ვურიოთ. უნდა გამოვიდეს რბილი ცომი, ოდნავ გავაცივოთ და სათითაოდ ჩავახალოთ კვერცხი, მიქსერით ავთქვიფოთ. მარილიც დავამატოთ. ავადუღოთ ზეთი და ჩ/კ ჩავდოთ ცომი, შევწვათ. გადმოვაწყოთ ქაღალდის ხელსახოცებზე და გავაცივოთ, მოვაყაროთ შაქრის პუდრა. “პონჩიკები” მოხარშული ცომით გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო