“პონჩიკები” უგემრიელესი გულსართით

“პონჩიკები” ალბათ, ყველას უყვარს. თუ გავამრავალფეროვნებთ მის რეცეპტებს, კიდევ უფრო კარგი გამოვა! სცადეთ “პონჩიკები” უგემრიელესი გულსართით და თავად დარწმუნდით ამაში. დამზადების დრო: 3სთ.

ინგრედიენტები:

  • საფუარი  2ჩ/კ;
  • ფქვილი 2 3/4ჭ;
  • შაქარი  3ჩ/კ (+1/2ჭ გულსართში);
  • მარილი  მწიკვი;
  • რძე  1ჭ (+1/2ჭ გულსართში);
  • კვერცხის გული  6ც( 3-3 ც ცომში და გულსართში);
  • კარაქი  3ჩ/კ (+2ჩ/კ გულსართში);
  • ნაღები  1/2ჭ (+2ჩ/კ მინანქარში);
  • სახამებელი  1,5ჩ/კ;
  • შაქრის პუდრა  2ჭ;
  • კაკაო  1/3ჭ;
  • ვანილი, ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

2ჭ ფქვილს დავამატოთ საფუარი, შაქარი, მარილი, დავასხათ თბილი რძე, ჩავამატოთ კვერცხის გული და ვანილი და ყველაფერი გადავურიოთ. დავამატოთ დარჩენილი ფქვილი და დარბილებული კარაქი, მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავაყოვნოთ 1 სთ. კრემი: რძე, ნაღები, 2ჩ/კ შაქარი და მწიკვი მარილი პატარა ქვაბში მოვათავსოთ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ მანამ, სანამ შაქარი არ გაიხსნება.  ჯამში ჩავდოთ კვერცხის გულები, დარჩენილი შაქარი დავამატოთ და ავთქვიფოთ. წყალში გავხსნათ სახამებელი და დავუმატოთ გულებიან მასას, ავურიოთ, დავასხათ ნაღებიანი მასა, თან სულ ვურიოთ, დავდგათ ორთქლის აბაზანაზე, 3 წთ ვურიოთ, კრემი ამასობაში გასქელდება, გადმოვიღოთ, დავამატოთ კარაქი და ვანილი და მსუბუქად ავთქვიფოთ, გავაცივოთ.  საშუალოდ გავაბრტყელოთ ცომი, ამოვჭრათ მრგვალი ფორმები, ქვაბში ზეთი ავადუღოთ და ეს ფორმები შევწვათ. დავაწყოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, როცა გაცივდება, დანით ჩავჭრათ, ამოვავსოთ საკონდიტრო ტომსიკაში გადატანილი კრემით. მინანქარი: შაქრის პუდრა, კაკაო და მარილი ერთად ავურიოთ. ნელ-ნელა დავასხათ ნაღები, თან ვურიოთ. არომატისათვის ვანილის დამატება შეგვიძლია. პონჩიკები სათითაოდ ამოვავლოთ მინანქარში ან ზემოდან დავასხათ, ცოტა ხანს დავაყოვნოთ, როცა ზედმეტი მინანქარი ჩამოიწრიტება, ჩვენი დესერტი ლანგარზე დავაწყოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო